სასარგებლო ინფორმაცია
სხვადასხვა ფინანსური საჭიროებებიდან თუ მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომხმარებლებს ხშირად უწევთ ფინანსური სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათი პროდუქტებითა თუ მომსახურებით სარგებლობა.
პროდუქტითა თუ მომსახურებით სარგებლობის მიზანი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, დანაზოგის შეგროვება, მსხვილი თუ წვრილი შენაძენისთვის თანხის სესხება, თანხის გადარიცხვა, ვალუტის გადაცვლა და სხვა.
იმისთვის, რომ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა და ფინანსური პროდუქტებითა და მომსახურებით სარგებლობის პროცესი თქვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელად წარიმართოს, საჭიროა, ფლობდეთ დეტალურ ინფორმაციას იმ პროდუქტებთან/მომსახურებასთან დაკავშირებით, რომლითაც აპირებთ რომ ისარგებლოთ.
აღნიშნული გვერდის მიზანი წარმოადგენს სხვადასხვა პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მოწოდებას.
აქვე წარმოდგენილია სხვადასხვა კალკულატორები, მნიშვნელოვანი ცნებები და განმარტებები, რჩევები და გაფრთხილებები.
სასარგებლო ბმულები