პუბლიკაციები

    საქართველოს საბანკო სისტემის საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ამ სექტორში მიმდინარე პროცესების ფართო საზოგადოების ოპერატიულად მიწოდების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი ამზადებს პერიოდულ გამოცემებს და თემატურ პუბლიკაციებს. საქართველოს ეროვნული ბანკის ეგიდით განხორციელებული ეკონომიკური კვლევები კონცენტრირებულია ეროვნული ბანკისათვის განსაკუთრებულად აქტუალურ სფეროებზე - ფულად-საკრედიტო პოლიტიკის, საფინანსო ბაზრებისა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებზე.