რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების სახელმძღვანელო
რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების სახელმძღვანელო სარეკომენდაციო ხასიათისაა და განკუთვნილია დამოუკიდებელი შემფასებლებისთვის (ეროვნული ბანკის მიერ შუალედური შეფასების განხორციელებისას). სახელმძღვანელოს მიზანია, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის 128/04 ბრძანებით დამტკიცებული "რეზოლუციის მიზნებისათვის ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესით" განსაზღვრული რიგი საკითხებისა და პროცედურის დაზუსტება, რაც ხელს შეუწყობს შეფასების განხორციელებისას რეზოლუციის რეჟიმის თავისებურებების სათანადოდ გათვალისწინებას, ასევე რეზოლუციის მიზნებისათვის შეფასების განხორციელების საერთო მიდგომებისა და პრაქტიკის დანერგვას.
სახელმძღვანელო მომზადდა ევროპის საბანკო უწყების (EBA) მიერ რეზოლუციის მიზნებისათვის შემუშავებულ შეფასების სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, რომელიც ეფუძნება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (IVS 2017) და გამოიყენება შეფასების წესით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით და მასთან ერთობლიობაში.