სისტემურობის ბუფერი

სისტემურობის ბუფერის მიზანია სისტემური მნიშვნელობის მქონე კომერციული ბანკების მდგრადობის ზრდა, რაც, ასევე, მთლიანად სისტემის მდგრადობასაც ზრდის, რადგან სისტემური მნიშვნელობის ბანკებში წარმოშობილ ფინანსურ სირთულეებს შეუძლია მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.


სისტემურობის ბუფერი დგინდება ინდივიდუალურად თითოეული იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელიც მიჩნეულია სისტემური მნიშვნელობის მქონედ. სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების განსაზღვრისას სებ-ი ითვალისწინებს  ბაზელის (BCBS-Basel Committee on Banking Supervision) რეკომენდაციებსა და ევროპის საბანკო უწყების (EBA-European Banking Authority) გამოცემული მეთოდოლოგიებს. ასევე, მხედველობაში მიიღება ადგილობრივი ფინანსური სექტორის სპეციფიკური მახასიათებლები. კერძოდ, ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ბანკის აქტივების წილი საბანკო სისტემაში, ურთიერთკავშირი სხვა ბანკებთან, ჩანაცვლებადობა და კომპლექსურობა. სისტემურობის ბუფერი გამოიხატება პროცენტული პუნქტებით რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებში. სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკებად განისაზღვრა შემდეგი კომერციული ბანკები და მათ სისტემურობის ბუფერი დაუწესდათ შემდეგი განაკვეთებით:

წლების გადამრთველი
კომერციული ბანკები
2023

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.

თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.

Cookie-ფაილების წესები და პირობები

წარმატებით განახლდა