ESG საკითხების სახელმძღვანელო

    ფინანსური ინსტიტუტების მიერ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ინტეგრირება და ESG რისკების მართვა მდგრადი დაფინანსების განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. შესაბამისად, ESG რისკების მართვა ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების გზამკვლევის ოთხი ძირითადი მიმართულებიდან ერთ-ერთია.


    ფინანსური ინსტიტუტების მიერ ESG საკითხების თავიანთ საქმიანობაში უკეთ ინტეგრირებისა და ESG რისკების, მათ შორის კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების,  მართვის გაუმჯობესების მიზნით ეროვნულმა ბანკმა ESG საკითხების სახელმძღვანელო შეიმუშავა. სახელმძღვანელო საერთაშორისო ექსპერტებთან და კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით შემუშავდა და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა. დოკუმენტში ასევე გათვალისწინებული კომერციული ბანკების ESG რისკების მართვის არსებული პრაქტიკები, რაც სახელმძღვანელოს საქართველოს ფინანსური სექტორისთვის მორგებულს ხდის.


    კორპორაციული მართვის კოდექსი კომერციული ბანკებისთვის ESG საკითხების ინტეგრირებისა და ESG რისკების მართვის მოთხოვნებს აწესებს. ESG საკითხების სახელმძღვანელოს მიზანია კომერციულ ბანკებს ამ მოთხოვნის შესრულებაში დაეხმაროს და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი რისკების და შესაძლებლობების მართვის ძირითადი პრინციპები მიაწოდოს. აღნიშნულ სახელმძღვანელოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების არსებული ESG რისკების მართვის ჩარჩოს შეფასებისა და ამ მიმართულებით ბანკების პროგრესის მონიტორინგისთვისაც გამოიყენებს.