საქართველოს გადახდების ეკოსისტემა

საგადახდო სისტემებისაგადახდო არხებისაგადახდო ინსტრუმენტებისაგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, ფინტექ კომპანიები და მომხმარებლები ქმნიან საქართველოს გადახდების ეკოსისტემას, რომელიც მუშაობს საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების მიხედვით და უზრუნველყოფს  ეკონომიკაში ფულადი სახსრების მიმოქცევას.

1997წელი

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის დაიწყო ელექტრონული ანგარიშსწორება. დაინერგა ერთიანი ფორმატები და სტანდარტები.

1997წელი

კომერციული ბანკები გაწევრიანდნენ SWIFT-ში.

1997წელი

დაარსდა პირველი კერძო კომპანია - საბარათე საპროცესინგო ცენტრი სს "ჯორჯიან ქარდი".

1997წელი

გამოვიდა პირველი ლოკალური საგადახდო ბარათი.

1998წელი

გამოვიდა პირველი საერთაშორისო VISA ბარათი.

1999წელი

გამოშვიდა პირველი საერთაშორისო Mastercard ბარათი.

2000წელი

დაინერგა პირველი ბანკი-კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფა.

2001წელი

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (სავალუტო ფონდისა და USAD-ის) მხარდაჭერით განხორციელდა პირველი ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემის (დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის) დანერგვა.

2001წელი

დაარსდა საბარათე საპროცესინგო ცენტრი სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია".

2001წელი

დაინერგა პირველი SMS-ზე დაფუძნებული დისტანციური მომსახურება.

2002წელი

დაინერგა პირველი ინტერნეტ-ბანკი.

2003წელი

RTGS სისტემის მონაწილეთა (ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს) შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული სახით.

2004წელი

ეტაპობრივად დაიწყო ყველა სოციალური დახმარების (პენსიები, დევნილთა დახმარებები და სხვა) და საჯარო მოხელეების ხელფასების გაცემა საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების არხების საშუალებით. ბანკებმა აღნიშნული დახმარებების/ხელფასების გაცემის მიზნით, მომხმარებლებს დაუმზადეს საგადახდო ბარათი, რის შედეგადაც მათ აღარ სჭირდებათ კონკრეტული მომსახურების ცენტრში მისვლა, არამედ შეუძლიათ თავანთი თანხა გამოიტანონ ბანკომატიდან (სერვის ცენტრიდან) ან განახორციელონ გადახდა ბარათის მომსახურების ნებისმიერ ობიექტში. აღნიშნულმა ფაქტმა დიდად შეუწყო ხელი უნაღდო გადახდების, კერძოდ საბარათე გადახდების განვითარებას.

2005წელი

დაინერგა სატელეფონი დისტანციური მომსახურების სერვისი.

2007წელი

აპრილი

ამ წლის აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური RTGS სისტემაში ჩაერთო როგორც პირდაპირი მონაწილე.

2008წელი

დაინერგა პირველი მობილური აპლიკაცია.

2009წელი

 გამოვიდა პირველი უკონტაქტო ბარათი.

2010წელი

17 მარტი

შემოღებულ იქნა ანგარიშების IBAN ფორმატი.

2010წელი

03 დეკემბერი

ექსპლუატაციაში შევიდა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) ახალი სისტემა, რომელმაც ჩაანაცვლა 9 წლის წინ დანერგილი სისტემა. ახალი სისტემის დანერგვის პროცესი მიმდინარეობდა მსოფლიო ბანკისა და USAID-ის მხარდაჭერით. წინა სისტემასთან შედარებით მონაწილეებისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გადარიცხვების დამუშავების პროცესი, ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტები, უსაფრთხოება და რეპორტინგი. დაინერგა შეტყობინებების დამუშავების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები. მთლიანად საგადახდო სისტემაში გაუმჯობესდა სისტემური რისკებისა და საოპერაციო დღის მართვა. ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სისტემის წარმადობა გადარიცხვების დამუშავების კუთხით.

 
2010წელი

17 დეკემბერი

დაინერგა სახელმწიფო ფასიანი ქაღლდების ანგარიშსწორების პირველი სისტემა (CSD სისტემა), რომელიც მჭიდროდ იყო ინტეგრირებული RTGS სისტემასთან. რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფდა ფასიანი ქაღლდების და ფულადი სახსრების ერთდროულ ანგარიშსწორებას (DvP), ხოლო მეორე მხრივ RTGS სისტემისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებ

2012წელი

მიღებულ იქნა პირველი კანონი "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ", რომელიც შემუშავდა 4 ევროდირექტივის (ანგარიშსწორების საბოლოობის, საგადახდო მომსახურების, ელექტრონული ფულის და ფინანსური გირაოს დერექტივების) საფუძველზე.

2012წელი

საქართველოს ეროვნულ ბანკში განხორციელდა პირველი არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია.

2012წელი

ოქტომბერი

მიღებულ იქნა „საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი“.

2013წელი

თებერვალი

დარეგისტრირდა პირველი საგადახდო სისტემის ოპერატორი.

2015წელი

მიღებულ იქნა „გადახდის ოპერაციის შესრულების წესი“, რომელმაც მოაწესრიგა ლარით და უცხოური ვალუტით საკრედიტო საგადახდო დავალებისა და საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხები.

2016წელი

მიღებულ იქნა "საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი".

2018წელი

განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის RTGS სისტემის პირველი თვითშეფასება CPMI-IOSCO-ს ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის პრინციპების საფუძველზე.

2020წელი

სექტემბერი

მიღებული იქნა „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი“, რამაც გააუმჯობესა საგადახდო მომსახურებისა და საგადახდო მომსახურების მომხმარებლების დაცულობა. 

2022წელი

ოქტომბერი

საქართველოს საგადახდო მომსახურების შესახებ კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირის შესაბამის დირექტივასთან, კერძოდ PSD2-თან.

2022წელი

საფუძველი ჩაეყარა ღია ბანკინგის ეკოსისტემის დანერგვას საქართველოში, ამოქმედდა „კომუნიკაციის ერთიანი და უსაფრთხო ღია სტანდარტების შესახებ დებულება“

2023წელი

ნოემბერი

„საგადახდო სისტემისა და საგადახდო სისტემის ოპერატორის ზედამხედველობის (ოვერსაიტის) წესით“ მოხდა CPMI-IOSCO-ს ფინანსური ბაზრის ინფრასტურქტურის პრინციპების იმპლემენტაცია ქართულ კანონმდებლობაში. 

2023წელი

ნოემბერი

განისაზღვრა მნიშვნელოვანი სისტემის ქვეკატეგორიები და მნიშვნელოვანი სისტემის შესაბამის ქვეკატეგორიად განსაზღვრის კრიტერიუმები.

2023წელი

RTGS სისტემის მონაწილე გახდა პირველი ციფრული ბანკი.

2023წელი

დეკემბერი

ამოქმედდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისია, რომელიც წარმოადგენს საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული დავების განხილვის ალტერნატიულ მექანიზმს და არის დამოუკიდებელი ორგანო. ის უსასყიდლოდ განიხილავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერსა და მომხმარებელს შორის დავებს.

2024წელი

აპრილი

აქართველოს ეროვნული ბანკის RTGS სისტემას მიენიჭა სისტემურად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი, ხოლო სს „ჯორჯიან ქარდის“, სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაციის“ საგადახდო სისტემებს, სს „ლიბერთი ბანკის“ საბარათე საგადახდო სისტემას და სს „თიბისი ბანკისა“ და სს „საქართველოს ბანკის“ შიდა საგადახდო სისტემებს გამორჩეულად მნიშვნელოვანი საგადახდო სისტემის სტატუსი.

2025წელი

RTGS სისტემის მონაწილე გახდა პირველი მიკრობანკი.

2026წელი

მაისი

წარმატებით დასრულდა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის განახლება.