საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპოდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.
საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვაზე.
ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.
ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევა საშუალოდ წლიური 10%-იანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. მთლიან მიმოქცევაში ბანკნოტების თანხობრივი რაოდენობა 96,9%-ს, ხოლო მონეტები 3,1%-ს შეადგენს. ქვეყანაში მთლიან შიდა პროდუქტსა და მიმოქცევაში ნაღდ ფულს შორის თანაფარდობა წლების განმავლობაში საშუალოდ 7,8% -8,8%-ის ფარგლებშია.
ქვეყანაში ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პროცესი ყოველგვარი შეღუდვების გარეშე ხორციელდება.
2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით). კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება. ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას.
ფულის ნიშნების სასიცოცხლო ციკლი
ლარის ბანკნოტების და მონეტების დაბადება იწყება დიზაინის შემუშავების პროცესით. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კონკურსი ცხადდება საჯაროდ, ღია წესით.
დაზიანებული ფულის ნიშნების გამოცვლა
ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის კრიტერიუმები და მათი მიღება-გამოცვლის წესები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 27/06/2011 N4 დადგენილებით დამტკიცებული "ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესებით“.
დაზიანებული ან დაბინძურებული ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა, თუ ის აკმაყოფილებს გადასახდელად ვარგისობის კრიტერიუმებს, შესაძლებელია საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ კომერციულ ბანკში, სადაც მათი ანაზღაურება ხდება ნომინალური ღირებულებით ყოველგვარი საკომისიო დანამატის გარეშე.
მეწარმე სუბიექტი (გარდა კომერციული ბანკისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ვალდებულია ანგარიშსწორების პროცესში შეუფერხებლად მიიღონ:
დაზიანებული ბანკნოტი, თუ მათზე არსებითად არ არის შეცვლილი ბანკნოტის რეკვიზიტები, ან მარტივადაა შესაძლებელი ბანკნოტის დამცავი ნიშნების, ასევე, ნომინალის იდენტიფიცირება და შენარჩუნებულია ბანკნოტის ორიგინალური ზომა; ხოლო მონეტის შემთხვევაში - დაზიანების მიუხედავად მთლიანობაში არ არის შეცვლილი მონეტის გამოსახულება, ზომა, ფერი და შესაძლებელია მონეტის იდენტიფიცირება.
კომერციული ბანკი ვალდებულია, ანგარიშსწორების ან გამოცვლის მიზნით, ყოველგვარი საზღაურის გარეშე, შეუფერხებლად მიიღონ ნებისმიერი დაზიანების მქონე ლარის ბანკნოტი/მონეტა, თუ დაზიანების მიუხედავად, შენარჩუნებულია ორიგინალი ბანკნოტის/მონეტის 50%-ზე მეტი და შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება.
დაუშვებელია კომერციული ბანკის მიერ დაზიანებული ლარის ბანკნოტის/მონეტის მიმოქცევაში დაბრუნება.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.