საგადახდო სისტემის ოპერატორები

     

    საგადახდო სისტემის ოპერატორი

     

    იურიდიულ პირს უფლება აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადახდო სისტემის მართვა მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო სისტემის ოპერატორად რეგისტრაციის შემდეგ.

     

    რეგისტრაციის აღნიშული მოთხოვნა არ ვრცელდება შემდეგ პირებზე:

     

    ა) საქართველოს ეროვნული ბანკი (ეროვნული ბანკის სისტემები);

    ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი;

    გ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი;

    დ) საერთაშორისოდ აღიარებული საგადახდო სისტემის ოპერატორი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის რეგისტრირებული, როგორც იურიდიული პირი ან იურიდიული პირის ფილიალი;

    ე) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და თუ ეს სისტემა გამოიყენება მხოლოდ ამ პროვაიდერის მომხმარებელთათვის საგადახდო მომსახურების გასაწევად.

     

    საგადახდო სისტემის ოპერატორის სარეგისტრაციო მოთხოვნები და რეგისტრაციის პროცედურა განსაზღვრულია "საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესის" მე-2 მუხლით.

     

    "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 11 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სარეგისტრაციო გადასახადი შეადგენს 10 000 ლარს. ამავე კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად სარეგისტრაციო გადასახადი გადახდილი უნდა იქნას რეგისტრაციამდე და მიიმართება საქართველოს ბიუჯეტში.

     

    საქართველოს ეროვნული ბანკი

    "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად უფლებამოსილია მართოს საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები.

     

    სისტემის დასახელება: 

     

    საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული საგადახდო სისტემის ოპერატორები

    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 12 ოქტომბრის N92/04 ბრძანებით დამტკიცებული "საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესის"  შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული არის ორი საგადახდო სისტემა:

     

     

    სს "ჯორჯიან ქარდი"

    სამართლებრივი ფორმა: სააქციო საზოგადოება

    რეგისტრაციის თარიღი: 14.02.2013

    რეგისტრაციის ნომერი: 0001-9204

    სისტემის მონაწილეები
     

     

    სს "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია" 

    სამართლებრივი ფორმა: სააქციო საზოგადოება

    რეგისტრაციის თარიღი: 26.02.2013

    რეგისტრაციის ნომერი: 0002-9204

    სისტემის მონაწილეები