რეზოლუციის პროცესი

    ეროვნული ბანკი ყოველწლიურად ამზადებს რეზოლუციის გეგმებს სისტემურად მნიშვნელოვანი კომერციული ბანკებისთვის, რომლის მეშვეობითაც ახდენს რეზოლუციის შესაძლებლობის შეფასებას (resolvability assessment) და მოდელირების გზით განსაზღვრავს სარეზოლუციო სტრატეგიას.


    ბანკის ფინანსური სტრესის რეალიზების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და სარეზოლუციო მიმართულებების მიერ ხდება ფინანსური კრიზისის სიმძიმის (FOLTF) შეფასება. რეზოლუციის საფუძვლების გამოვლენის შესაბამისად, საკითხი განსახილველად წარედგინება ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტს. კომიტეტი მხედველობაში იღებს ბანკის ფინანსურ მაჩვენებლებს, მისი ეკონომიკური ფუნქციების კრიტიკულობას ფინანსური სისტემის სტაბილურობისთვის, მოსალოდნელ სცენარებს და განიხილავს რეზოლუციის რეჟიმის შემოღებას.


    რეზოლუციის მექანიზმის ამოქმედებამდე ანალიზდება არსებული სარეზოლუციო გეგმის ელემენტები, გაითვალისწინება ფაქტობრივი მოცემულობა და განისაზღვრება გეგმიდან გადახრის საჭიროება. უფლებამოსილების ფარგლებში შესაძლოა დაინიშნოს რეზოლუციის რეჟიმის სპეციალური მმართველი და განხორციელდეს სხვადასხვა ეფექტური მოქმედებები.


    რეზოლუციის პროცესი, სტრატეგიის და აღსრულების კომპლექსურობის მიხედვით, შესაძლოა საჭიროებდეს რეფორმის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ჩართულობას, რომელიც წარმოადგენს თანამშრომლობის პლატფორმას კრიზისის გამოწვევების დასაძლევად.