საგადახდო მომსახურების შესახებ კანონმდებლობა

     

    "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ" საქართველოს კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონთან ერთად წარმოადგენს საგადახდო სისტემებისა და მომსახურებების მომწესრიგებელ ძირითად სამართლებრივ აქტს.


    კანონის მიზანია საქართველოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ასევე, საგადახდო მომსახურების სათანადო განხორციელების უზრუნველყოფა და საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებების დაცვა.

     

    კანონში მოცემულია საგადახდო მომსახურებების ჩამონათვალი და ის მომსახურებები, რომლებზეც საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონი არ ვრცელდება.


    გარდა ამისა, კანონი განსაზღვრავს საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს, ასევე, საგადახდო სისტემების მონაწილეების, საგადახდო მომსახურების განხორციელებაში ჩართული მხარეების, საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, მათ შორის, საგადახდო დავალების მიღებასა და შესრულებასთან, შესრულების ვადებთან, დაგვიანებით და არასწორად შესრულებულ, აგრეთვე არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით.

     

    საგადახდო მომსახურებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ასევე მოიცავს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

     

    საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ საქართველოს კანონი

    საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ” საქართველოს კანონი (შემდგომ - „კანონი“) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონთან ერთად წარმოადგენს საგადახდო სისტემებისა და მომსახურებების მომწესრიგებელ ძირითად სამართლებრივ აქტს.

     

    კანონის მიზანია საქართველოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, ასევე, საგადახდო მომსახურების სათანადო განხორციელების უზრუნველყოფა და საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებების დაცვა.

     

    კანონში მოცემულია საგადახდო მომსახურებების ჩამონათვალი და ის მომსახურებები, რომლებიც არ განეკუთვნება საგადახდო მომსახურებას.

     

    გარდა ამისა, კანონი განსაზღვრავს საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს, ასევე, საგადახდო სისტემების მონაწილეების, საგადახდო მომსახურების განხორციელებაში ჩართული მხარეების, საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, მათ შორის, საგადახდო დავალების მიღებასა და შესრულებასთან, შესრულების ვადებთან, შეცდომით და არასწორად შესრულებულ, აგრეთვე არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებით.

     

    იხ. კანონი

     

    საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგულირების წესი

    საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგულირების წესით ადგენს ეროვნულ ბანკში პროვაიდერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პირობებსა და პროცესს, არეგულირებს პროვაიდერის  ვალდებულებებს; პროვაიდერის ურთიერთობას მის აგენტებთან  და სხვა მესამე პირებთან; პროვაიდერთან არსებული მომხმარებლის ფულად სახსრებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე პროვაიდერის რეგისტრაციის გაუქმების პროცესს.

     

    იხ. წესი

    იხ.დანართი


    საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2016 წლის 6 იანვარს დაამტკიცა "საგადახდო მომსახურების განხორციელებისას მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი". წესი ვრცელდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე - საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ კომერციული ბანკებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე.



    წესით განსაზღვრულია საგადახდო მომსახურების მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას მომსახურების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება. აღნიშნული მოიცავს ინფორმაციას ერთჯერადად შესრულებულ საგადახდო მომსახურებაზე, საგადახდო მომსახურების ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებულ საგადახდო მომსახურებაზე, ასევე მცირემოცულობიანი საგადახდო ინსტრუმენტით შესრულებულ საგადახდო მომსახურებაზე. 

     

    აღნიშნულის მიზანია მომხმარებლისთვის აუცილებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა მომხმარებელს საშუალება ჰქონდეს მიიღოს გათვითცნობიერებული და გააზრებული გადაწყვეტილება.

     

    პროვაიდერის ზემოაღნიშნული ვალდებულება ვრცელდება ყველა მომხმარებლის მიმართ.

     

    იხ. წესი

     

    გადახდის ოპერაციის შესრულების წესი

    გადახდის ოპერაციის შესრულების წესი განსაზღვრავს ლარით და უცხოური ვალუტით საკრედიტო საგადახდო დავალებისა და საინკასო დავალების საფუძველზე გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხებს, აგრეთვე უცხოური ვალუტით დასაშვები გადახდის ოპერაციების ჩამონათვალს და მასთან დაკავშირებულ დებულებებს.

     

    საყურადღებოა, რომ გადახდის ოპერაციის შესრულების წესი არ განსაზღვრავს ელექტრონული ფულით გადახდის ოპერაციების შესრულების საკითხებს.

     

    საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულება

    საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულება  განსაზღვრავს 

    • ემიტენტის მიერ საბარათე ინსტრუმენტის გამოშვებისა და მომსახურების წესს;
    • ემიტენტსა და საბარათე ინსტრუმენტის მფლობელს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითად პირობებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს;
    • ექვაირერის მიერ საბარათე ოპერაციების მომსახურების წესებს და პირობებს.
    • ექვაირერის ვალდებულებებს სავაჭრო/მომსახურების ობიექტის, ასევე, ემიტენტის მიმართ;
    • სავაჭრო/მომსახურების ობიექტს და ექვაირერს შორის ხელშეკრულების ძირითად პირობებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს;

     

    გარდა აღნიშნულისა, დებულება არეგულირებს ექვაირერსა და  საბარათე ოპერაციაში ჩართულ პირებს (სუბ-ექვაირერს, სავაჭრო პლატფორმის ორგანიზატორს) შორის ურთიერთობის საკითხებს.

     

    საბარათე ინსტრუმენტის შესახებ დებულება ვრცელდება საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებზე, რეგისტრირებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე.

     

    იხ. დებულება

     

    მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი

    წესის მიზანია საგადახდო მომსახურების მომხმარებლის უსაფრთხო ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფა, მათ შორის, მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვა, ასევე თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედების რისკის შემცირება.

     

    აღნიშნული, მიმართულია საფინანსო სექტორის სტაბილურობის ამაღლებისკენ, მომხმარებლების დაცვის გაძლიერებისკენ, საფინანსო და საგადახდო სისტემის ეფექტიანი და სანდო ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ, ამასთან, საგადახდო მომსახურებებისა და უნაღდო გადახდების მიმართ მომხმარებლების ნდობის ამაღლებისკენ.

     

    წესით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, რომლებსაც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

     

    პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს ძლიერი ავთენტიფიკაცია თავისი მომხმარებლის - გადამხდელის მიერ გარკვეული ქმედებების განხორციელებისას. ეს ქმედებებია:

     

    ა) გადამხდელის მიერ დისტანციურად ონლაინ რეჟიმში თავის საგადახდო ანგარიშზე წვდომა;

    ბ) ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირება;

    გ) დისტანციური არხის საშუალებით ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია.

     

    წესი განსაზღვრავს იმ გამონაკლისებსა და გარემოებებს, რომლების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია არ განახორციელოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია.

     

    იხ. წესი

     

    საქართველოს საბანკო დაწესებულებებში საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის გამოყენების ინსტრუქცია (IBAN)

    ინსტრუქციით განისაზღვრება საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის სტრუქტურა და ფორმატი, გენერირებისა და ვალიდაციის (სანდოობის შემოწმება) ტექნიკა, ასევე ელექტრონულ და მატერიალიზებულ დოკუმენტებზე საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომრის ასახვის მოთხოვნები

     

    იხ. ბრძანება

     

    საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი

    საგადახდო სისტემის ოპერატორის რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების წესი განსაზღვრავს საგადახდო სისტემის ოპერატორის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის და რეგისტრაციის გაუქმების პროცედურებს და პირობებს.

     

    იხ. წესი

     

    საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ყოველთვიური ანგარიშგების შევსების მეთოდიკა