საბანკო ზედამხედველობა

    საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის ამოცანის ფარგლებში, ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებს.

    საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო ზედამხედველობას წარმართავს რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებზე დაყრდნობით, რომლის მიხედვითაც მეტი საზედამხედველო რესურსი ეთმობა უფრო კომპლექსური ან მაღალრისკიან ინსტიტუტებს ან ტრანზაქციებს.

    კომერციულ ბანკებისა და მიკრობანკების ზედამხედველობასთან და რეგულირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონით, "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.

    საბანკო ზედამხედველობის და რეგულირების სტანდარტები ეფუძნება ამ მიმართულებით აღიარებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, მათ შორის, ევროკავშირის კანონმდებლობას, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებულ სტანდარტებსა და პრინციპებს.


    სასარგებლო ბმულები