საგადახდო სისტემები

    საქართველოს საგადახდო სისტემა არის ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვენლოვანი ნაწილი. მისი მეშვეობით ხორციელდება ფინანსური ანგარიშსწორება სწრაფად, უსაფრთხოდ და საიმედოდ, რაც ფინანსური და ფულადი ბაზრების შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთი წინაპირობაა და ხელს უწყობს მთლიანად ეკონომიკის სტაბილურობასა და ეფექტურობას. საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემები მოიცავს როგორც მსხვილი (საბითუმო) გადახდების, ასევე საცალო გადახდების სისტემებს, ცენტრალური დეპოზიტარისა და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემებს.

     

    ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა ხელი შეუწყოს საგადახდო სისტემების უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას. ამ ფუნქციის შესასრულებლად ეროვნული ბანკი გამოდის (ა) საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველის, (ბ) საგადახდო და ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურის ოპერატორისა და (გ) ცვლილებების ინიციატორის როლებში. გარდა აღნიშნულისა, საგადახდო სისტემების და საგადახდო მომსახურების მიმართ ნდობის ამაღლების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი ზრუნავს მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე.