შეფასება (Valuation)
შეფასება გულისხმობს კომერციული ბანკისა და უცხოური ბანკის ფილიალის აქტივებისა და ვალდებულების ღირებულების სამი სახის შეფასებას „რეზოლუციის მიზნებისთვის კომერციული ბანკის აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულების შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 29 ივნისის №128/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. კერძოდ, არსებობს სამი სახის შეფასება:
აღნიშნული შეფასების მიზანს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იმ რეგულაციების შესრულების ხელშეწყობა, რომელიც დაკავშირებულია კომერციული ბანკის მიმართ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან.
შემფასებელი შესაძლებელია იყოს დამოუკიდებელი, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი (მათ შორის აუდიტორული კომპანია/შემფასებელი ფირმა) და ასევე, ეროვნული ბანკის კომპეტენტური თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს მხოლოდ შუალედურ შეფასებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ხუთ წამყვან საშემფასებლო კომპანიას შორის 2023 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებიც.