კონკურენციის პოლიტიკა

    საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება კონკურენციის სფეროში

    "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმართავს კონკურენციის პოლიტიკას საფინანსო სექტორში.

    კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის (გარდა ანგარიშვალდებული საწარმოსი), სესხის გამცემი სუბიექტის ან საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მიერ კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარს/განცხადებას და კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას. კონკურენციის დარღვევის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკურენციის დამრღვევს დააკისროს კონკურენციის კანონმდებლობით გათვალისწინებული ფულადი ჯარიმა  და ამასთანავე, მის მიმართ დამატებით გამოიყენოს სხვა სანქცია ან/და საზედამხედველო ზომა.

    საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისას უპირატესობა მიანიჭოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას.

    კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოსცეს სამართლებრივი აქტები, მათ შორის, დაადგინოს ზღვრული ოდენობები, რომელთა გადაჭარბების შემთხვევაშიც კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წინასწარ წერილობით უნდა წარედგინოს ეროვნულ ბანკს, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები, შესაბამისი შეზღუდვები ან/და ფულადი ჯარიმები.

     

    კონკურენციის ნაწილში სებ-ის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტები

     

    • კომერციული ბანკი
    • მიკრობანკი
    • არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება
    • საბროკერო კომპანია
    • ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი
    • ცენტრალური დეპოზიტარი
    • სპეციალიზებული დეპოზიტარი
    • საფონდო ბირჟა
    • საინვესტიციო ფონდი
    • აქტივების მმართველი კომპანია
    • მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
    • არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი
    • საგადახდო სისტემის ოპერატორი
    • საგადახდო მომსახურების პროვაიდერი
    • ვალუტის გადამცვლელი პუნქტი
    • სესხის გამცემი სუბიექტი
    • საკრედიტო საინფორმაციო ბიურო