სტრეს-ტესტები
საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი, მის ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებსაც იყენებს. სხვადასხვა რისკის რეალიზების შემთხვევაში, სწორედ აღნიშნულმა მოთხოვნებმა უნდა უზრუნველყოს ზარალების შეწოვა და ბანკის მუშაობის გაგრძელება, როგორც ნორმალურ, ასევე სტრესულ პერიოდებში.
კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მოთხოვნები განისაზღვრება ბაზელ III-ის ჩარჩოს შესაბამისად, რომლის ერთ-ერთი ელემენტია წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერი. აღნიშნული გულისხმობს კომერციული ბანკებისათვის სტრესული პერიოდისთვის საკმარისი კაპიტალის მოთხოვნების დაწესებას. სტრეს-ტესტების მეთოდური სახელმძღვანელო განსაზღვრავს წმინდა სტრეს-ტესტების ბუფერის მოთხოვნის დაწესების მეთოდოლოგიას, გამოყენებულ სცენარს, დაშვებებსა და თითოეული რისკის მიმართ მიდგომებს.