ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერები (VASPs)

ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი არის პირი, რომელიც ახორციელებს სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურებას.

 

ვირტუალური აქტივის მომსახურებაში შემავალი საქმიანობებია:

 

  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა/ადმინისტრირება, რაც ვირტუალურ აქტივზე კონტროლის საშუალებას იძლევა;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივებისგან შემდგარი პორტფელის მართვა (გარდა კოლექტიური პორტფელის მართვისა);
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების სავაჭრო პლატფორმის ადმინისტრირება;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის სესხად გაცემა;
  • კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება ან/და პირველად შეთავაზებასთან დაკავშირებული მომსახურება.

ვირტუალური აქტივი არის ღირებულების ციფრული გამოხატულება, რომელიც არის ურთიერთჩანაცვლებადი და არ არის უნიკალური, წარმოადგენს ციფრული ფორმით გადაცემის ან ვაჭრობის საგანს და გამოიყენება ინვესტირების ან/და გადახდების განხორციელების მიზნით. ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას.

 

კონვერტირებადი ვირტუალური აქტივი არის ვირტუალური აქტივი, რომელსაც ბაზარზე აქვს ეკვივალენტი ღირებულება ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში, სხვა ვირტუალურ აქტივში ან/და ფინანსურ ინსტრუმენტში, რომელშიც შესაძლებელია განხორციელდეს მისი გადაცვლა.

 

 

სამართლებრივი აქტები

 



სარეგისტრაციო მოთხოვნები


სარეგისტრაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით იხილეთ "ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესი" და შესაბამისი დანართები.

 

 

კითხვარი

 

 


რეესტრი

 

 

რისკის შეფასება

 

 

სიახლეები
MONEYVAL-მა  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა
ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის

12 დეკემბერი, 2024

ეროვნულმა ბანკმა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი დაამტკიცა
ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწასა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის და მისი ადმინისტრატორების

13 ივნისი, 2024

ეროვნული ბანკი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის შესაბამისობის კონტროლის კითხვარს აქვეყნებს
საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებული პირებისთვის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესით განსაზღვრული შესაბამისობის

01 აგვისტო, 2023

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.

თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.

Cookie-ფაილების წესები და პირობები

წარმატებით განახლდა