მაკროეკონომიკური პროგნოზირება

    ინფლაციის თარგეთირების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას მთავარ ორიენტირად ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს იყენებს. ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეკონომიკას ეტაპობრივად გადაეცემა და მისი ეფექტი 4-6 კვარტალის ფარგლებში სრულად რეალიზდება. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს იმგვარად, რომ თარგეთიდან გადახრის შემთხვევაში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ამ საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე დაუბრუნდეს. 

     

    ამგვარად, მონეტარული პოლიტიკის ფორმირებისას მაკროეკონომიკური პროგნოზები ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნულ ბანკს პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა (FPAS) აქვს დანერგილი. ეს სისტემა მოიცავს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს, მაკროეკონომიკურ პროგნოზირებას და რისკების შეფასებას. თავის მხრივ, პროგნოზირება მაკროეკონომიკურ მოდელირებასა და ექსპერტულ განსჯას ეფუძნება.  

    ინფლაციის პროგნოზი
    • 90%
    • 75%
    • 50%
    • 25%სანდოობის ინტერვალი
    • ცენტრალური პროგნოზი
    0