ლარის შემოსვლიანობის მრუდი
საქართველოს კაპიტალის მეორადი ბაზარი ამ ეტაპზე არ ხასიათდება სათანადო ლიკვიდურობით, შესაბამისად ლარის შემოსავლიანობის მრუდის ასაგებად ოპტიმალურია ფასიანი ქაღალდების პირველადი ბაზრის მონაცემების და თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (TIBR) გამოყენება.
ლარის შემოსავლიანობის მრუდის ასაგებად გამოიყენება ლარში ემიტირებული: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული სხვადასხვა ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები/ობლიგაციები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული სადეპოზიტო სერტიფიკატი და თბილისის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთი (TIBR) - სულ 8 ვადიანობის ჯგუფი.
კორპორატიული შემოსავლიანობის მრუდის აგების მიზანია ბაზარს ყოველდღიურად მიეწოდოს სტანდარტული AAA და BB კორპორატიული შემოსავლიანობის მრუდები.
მეთოდოლოგიით შემუშავებული პროცედურა ითვალისწინებს სპრედის განსაზღვრას თითოეული შემოსავლიანობის მრუდისთვის, რომელიც ემატება მიმდინარე თარიღისთვის უკვე შეფასებულ სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობის მრუდს. აღნიშნული პროცედურა შექმნილია ლოკალური ბაზრის გამოწვევების შესაბამისად, რაც ფიქსირებული განაკვეთის მქონე ფინანასური კორპორატიული ინსტრუმენტების არ არსებობაში გამოიხატება.
სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემოსავლიანობის მრუდის მსაგვსად, კორპორატიული მრუდების შემთხვევაში ვაფასებთ ნულოვანი განაკვეთის შემოსავლიანობის მრუდებს, ხოლო ნომინალური და ფორვარდული მრუდები გადაითვლება ნულოვანი მრუდიდან.