ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიები

    საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს ფინანსური ბაზრის განვითარებაზე. ერთის მხრივ, ფინანსურ სექტორში ინოვაციების ტემპი სულ უფრო იზრდება, რასაც, როგორც ახალი შესაძლებლობები, ასევე ახალი რისკები მოაქვს. მეორე მხრივ, ფინანსური სექტორი მთელს მსოფლიოში ყველაზე მეტად რეგულირებად ეკონომიკის სექტორად რჩება. უფრო მეტიც, რეგულირებას მზარდი ტენდენცია აქვს. შედეგად, თანამედროვე საზედამხედველო ჩარჩო საკმაოდ მოცულობითი, ტექნიკური და კომპლექსურია, განსაკუთრებით ახალი ფინანსური სტარტაპებისთვის. აღნიშნულის ფონზე, ფინანსური სექტორის მარეგულირებლებისათვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფინტექ იდეების მქონე ინოვატორების წახალისება და ამ იდეების მდგრად ფინანსურ მოდელად გარდაქმნის ხელშეწყობა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი სხვადასხვა საზედამხედველო მიდგომას ავითარებს და ხელს უწყობს ფინტექ საქმიანობისათვის საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნას რომელიც ორი ვექტორისაგან შედგება, ესენია: ფინანსური ინფრასტრუქტურის  და საზედამხედველო ჩარჩოს განვითარება.

     

    ინფრასტრუქტურის მაგალითებია ღია ბანკინგი, API სტანდარტიზაცია, სწრაფი გადახდების სისტემა და ციფრული ლარის პროექტი. ინფრასტრუქტურული პროექტების დროს საქართველოს ეროვნული ბანკი ცდილობს პროექტი კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობით წარმართოს და საჯარო-კერძო-პარტნიორობის სქემით იმოქმედოს. 

     

    რაც შეეხება რეგულირების მიმართულებით განვითარებას, ეროვნული ბანკი ორიენტირებულია ოპტიმალური ბალანსი მოძებნოს ინოვაციებსა და რისკებს შორის. აღსანიშნავია, რომ რისკებზე ორიენტირებული მიდგომა მხოლოდ განვითარებულ  ზედამხედველს შეუძლია გამოიყენოს. ეს მიდგომა წლების განმავლობაში ვითარდებოდა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ხელწერას წარმოადგენს. რისკებზე ორიენტირებული მიდგომას საერთაშორისო აღიარება გააჩნია და ქართული საბანკო სექტორის მაღალ მდგრადობას განაპირობებს.

     

    ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექის ეკოსისტემის განვითარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა არაერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა: ფინტექის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, როგორებიცაა, ღია ბანკინგის სტანდარტიზაცია, მყისიერი გადახდები, ციფრული ლარი, ხოლო ფინტექ კომპანიებისთვის ფიქსირებული ხარჯების შემცირების მიზნით - ციფრული ბანკი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ღია მარეგულირებელი ჩარჩოს, რომელიც ფინტექ ინოვატორებს საზედამხედველო ჩარჩოს განვითარებაში მონაწილეობის მიღების საშუალებას აძლევს. ღია მარეგულირებელი ჩარჩოს ინსტრუმენტები იხილეთ ქვემოთ.