კლიმატის ცვლილება

    კლიმატის ცვლილება მდგრადი განვითარების ერთ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელსაც გრძელვადიანი შედეგები აქვს. ის საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ეკონომიკებსა და მათ ფინანსურ სტაბილურობას. საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს კლიმატთან დაკავშირებული რისკების ანალიზზე, როგორც ეროვნულ ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს მნიშნველოვან ნაწილზე. აღნიშნული, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობას უზრუნველყოფას ემსახურება.

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ფარგლებში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რამდენიმე მთავარ მიმართულებას მოიცავს. ამ კუთხით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების საქართველოს ეკონომიკასა და ფინანსურ სექტორზე გავლენის ანალიზი. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი მოიცავს ისეთი ფიზიკური და გარდამავლობის რისკების შეფასებას, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ქონდეთ ფინანსური სისტემის სტაბილურობაზე და კომპანიების ფინანსური მდგრადობაზე. ასევე, აღნიშნულის ნაწილია კლიმატის სცენარების ანალიზი და კლიმატის სტრეს-ტესტი.

     

    ამასთან, მნიშნველოვანია კლიმატთან დაკავშირებული რისკების გამოვლენა და შერბილების ხელშეწყობა. იმისათვის, რომ ფინანსური სექტორის აღნიშნულ რისკებისადმი მდგრადობა უზრუნველვყოთ, მნიშვნელოვანია ფინანსურ გადაწყვეტილებებში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ფაქტორების გათვალისწინება. კლიმატის ცვლილება ერთ-ერთი უმთავრესი გარემოსდაცვითი ფაქტორია, რომლის გათვალისწინებაც არსებითია ეკონომიკის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად. ამრიგად, ფინანსური ინსტიტუტების მიერ ESG ფაქტორების, მათ შორის კლიმატთან დაკავშირებული რისკების, გათვალისწინება ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია.