საგადახდო მომსახურების პროვაიდერები
საგადახდო მომსახურების პროვაიდერი (პროვაიდერი) - იურიდიული პირი, რომელიც საგადახდო მომსახურების მომხმარებელს უწევს საგადახდო მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
საქართველოს ტერიტორიაზე საგადახდო მომსახურების განხორციელების უფლება აქვს შემდეგ კერძო კომპანიებს:
საგადახდო მომსახურების პროვაიდერის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისთვის ეროვნულ ბანკში წარსადგენი ინფორმაცია განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 თებერვლის N29/04 ბრძანებით დამტკიცებული "საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესში". "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 1' მუხლის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად პროვაიდერის რეგისტრაციისთვის განსაზღვრულია სარეგისტრაციო მოსაკრებელი 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
შესავსები ფორმები | სარეგისტრაციო ფორმა (დანართი #1 ) |
გასაწევი საგადახდო მომსახურების ჩამონათვალი (დანართი #2) | |
გადახდის ქვითარი | 5 000 ლარი საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისათვის |
საქმიანობის შესახებ ინფორმაცია |
საგადახდო მომსახურების განხორციელების სქემატური აღწერა |
გამოყენებული ელექტრონული სისტემის დასახელება, მწარმოებლის ვებგვერდის მისამართი | |
ინფორმაცია (სტრატეგია, გეგმა ან სხვა), რითაც დადასტურდება, რომ დაინტერესებული პირი გეგმავს საგადახდო მომსახურების საქმიანობის განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე | |
იურიდიული დოკუმენტაცია |
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან |
ინფორმაცია უშუალო მესაკუთრეების, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან | |
დოკუმენტაცია, რომელიც ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენის საშუალებას იძლევა | |
დაინტერესებული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები | |
ცნობა (ცნობები) ნასამართლობის შესახებ | |
დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს იმ უძრავ ქონებაზე სარგებლობის ან საკუთრების უფლებას, სადაც განთავსებული იქნება პროვაიდერის სათავო ოფისი. |