საკრედიტო პირობების კვლევა

    საქართველოს ეროვნული ბანკი 2013 წლიდან ატარებს საკრედიტო პირობების კვლევას, ყოველ კვარტალურად. გამოკითხვა ონლაინ პლატფორმის საშუალებით ტარდება, ხოლო რესპოდენტებს საბანკო სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერები წარმოადგენენ.  კვლევის მიზანს რესპოდენტებისაგან დაკრედიტების მიმდინარე და სამომავლო ტენდენციებზე ინფორმაციის მიღება წარმოადგენს. კერძოდ, კვლევა მოიცავს კითხვებს ფიზიკური და იურიდიული პირების სესხებზე მოთხოვნისა და დაკრედიტების საპროცენტო და არასაპროცენტო პირობების ცვლილებაზე, ასევე კითხვებს ამ ცვლილების გამომწვევი ფაქტორების შესახებ. 

     

    კითხვარი  შედგება მხოლოდ ხარისხობრივი შეკითხვებისაგან და არ მოითხოვს  რესპოდენტთა მხრიდან რაოდენობრივ შეფასებას. ინფორმაციის რაოდენობრივ ერთეულებში გარდაქმნისათვის გამოყენებულია საბალანსო სტატისტიკის მეთოდოლოგია. ინდექსი მერყეობს -100-დან 100–მდე. 100 აღნიშნავს, რომ გამოკითხულთა 100% აღიქვამს ტენდენციის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ინდექსი -100 აღნიშნავს, რომ რესპოდენტთა 100% მნიშვნელოვან გაუარესებას აღიქვამს. 0 აღნიშნავს, რომ ტენდენცია არ შეცვლილა გასულ კვარტალთან შედარებით. ინდექსის დათვლისას რესპოდენტთა პასუხებს თანაბარი წონა აქვთ მინიჭებული, განურჩევლად ბანკის ზომისა.

     

    გამოკითხვის შედეგების ანალიზის საფუძველზე მზადდება ანგარიში, რომელიც ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ. გარდა კვლევის საბოლოო შედეგებისა, აღნიშნული ანგარიში მოიცავს ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციას დაკრედიტების ტენდენციების შესახებ. 

     

    ამ ანგარიშში წარმოდგენილი მოლოდინები ასახავს მხოლოდ საკრედიტო პირობების კვლევის რესპოდენტთა შეფასებას დაკრედიტების მომავალ ტენდენციაზე და არა ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა მოლოდინებს.

    წლების გადამრთველი
    დოკუმენტების ჩამონათვალი
    2024
    2023
    2022
    2021