მაკროპრუდენციული პოლიტიკა
ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული ბანკი ახორციელებს მაკროპრუდენციულ პოლიტიკას. აღნიშნული გულისხმობს სისტემური რისკების გამოვლენას, შეფასებას, მუდმივ მონიტორინგსა და ამ რისკების შემცირების მიზნით საპასუხო ღონისძიებების შემუშავებას.
ფინანსური სტაბილურობის საკითხებს განიხილავს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი, რომელიც შეიმუშავებს მაკროპრუდენციულ პოლიტიკას და იღებს გადაწყვეტილებებს გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.