მონეტარული პოლიტიკის ანგარიშები

    საქართველოს ეროვნული ბანკი კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციის – ინფლაციის რეგულირების ფარგლებში, საზოგადოებისათვის წარსადგენად ამზადებს და ყოველკვარტალურად გამოსცემს "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს", სადაც დეტალურად არის მოცემული ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მონეტარული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ასევე ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში" ასევე მოცემულია ქვეყნის მაკროეკონომიკური ანალიზი. კერძოდ: სამომხმარებლო ფასების ცვლილების დინამიკა შესაბამისი საანალიზო პერიოდისათვის, მასზე მოქმედი ეგზოგენური და ენდოგენური ფაქტორები, საფინანსო და სავალუტო სექტორის მიმოხილვა. მიმოხილვის გამოცემის გრაფიკი მკაცრად არის გაწერილი და შესაბამისად დაცული. 

    "მონეტარული პოლიტიკის ანგარიში" გამოიცემა შემდეგი პერიოდულობით:

    • 31 იანვარი, 2024
    • 22 მაისი, 2024
    • 30 ივლისი, 2024
    • 23 ოქტომბერი, 2024
    2024