რეგულირების ლაბორატორია

    რეგულირების ლაბორატორია ზედამხედველის მიერ დაწესებული ისეთი ჩარჩოა, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაქვემდებარებულ  სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს რეალურ რეჟიმში, ზედამხედველის კონტროლირებად გარემოში გამოსცადონ ინოვაციური სერვისები და  პროდუქტები.


    მისი გამოყენების მიზანია სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური სერვისების და პროდუქტების ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობა, ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების საჭიროების გამოკვეთა, სექტორში ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე გამოცდა და მათი განვითარების ხელშეწყობა. ამასთანავე, აღნიშნული სერვისები და პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს სისტემურ რისკებს.


    დეტალური ინფორმაცია რეგულირების ლაბორატორიის შესახებ მოცემულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 23 მაისის ბრძანება №125/04-ით დამტკიცებულ "საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ" დებულებაში. ასევე, დაინტერესებულ მხარეებს რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ იხილონ რეგულირების ლაბორატორიის გზამკვლევი ან/და მიმართონ ინოვაციების ოფისს.


    ამჟამად, რეგულირების ლაბორატორიის საბოლოო მესამე "რეალურ გარემოში ტესტირების" ეტაპზე იმყოფება და შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებზე საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვირვების ქვეშ გადის ტესტირებას შემდეგი პროექტები: