დასრულებული პროექტები
რეალურ გარემოში ტესტირება წარმატებით დაასრულა შემდეგმა პროექტებმა:
ორგანიზაცია |
პროექტის აღწერა |
რეალურ გარემოში ტესტირების დასრულების თარიღი |
სს კრედო ბანკი (ს/ნ 205232238) |
დისტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების იდენტიფიკაციას. კერძოდ, "Face recognition" სისტემის გამოყენებით ბიომეტრული მონაცემების შედარებას, "Liveness" შემოწმებას, დოკუმენტიდან ტექსტური ინფორმაციის ამოღებას და მისი ვალიდურობის შემოწმებას.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს "პულსარის" (ს/ნ 411322322) Pulsar AI პროგრამა, რომელიც ასევე იყენებს FaceTec-ის (zoom) ტექნოლოგიას.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის საბოლოო მიზანია საბანკო ანგარიშების გახსნა, საკრედიტო განაცხადების მიღება და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღება. ასევე, დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ. "Digital Onboarding"-ს, რაც გულისხმობს კლიენტის ონლაინ რეგისტრაციას და საბანკო ანგარიშების გახსნას. |
12.07.2021 |
სს პაშა ბანკი საქართველო (ს/ნ 404433671) |
დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია სს "აიდენთითი ენდ თრასთ სოლუშენსის" (ს/ნ 405365215) პროგრამა Kvalifika-ს, რომელიც იყენებს FaceTec-ის სერტიფიცირებულ „ლაივნესს" და 3D სახის აუთენტიფიცირების ტექნოლოგიას, ასევე Amazon Web Services-ის ინფრასტრუქტურას.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო განაცხადების და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების და საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ თანხმობის მიღებას. |
16.06.2021 |
სს საქართველოს ბანკი (ს/ნ 202906427) |
დისტანციური იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით. დისტანციური იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში გამოიყენება Facetec-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ე.წ. "Liveness" შემოწმება და სელფის და საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ფოტოებში სახის ბიომეტრიული შედარება. საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ავთენტურობის შემოწმება და მასზე დატანილი მონაცემების დამუშავება, მათ შორის MRZ კოდის მონაცემების გადამოწმება ხორციელდება FinTech კომპანია შპს "რეიზომატის" (ს/ნ 402102005) დისტანციური იდენტიფიკაციის პლატფორმა "იდენტომატი" (identomat)-ის გამოყენებით.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ. "Digital Onboarding"-ს, რაც გულისხმობს კლიენტის ონლაინ რეგისტრაციას და საბანკო ანგარიშის გახსნას. |
20.09.2021 |
სს თიბისი ბანკი (ს/ნ 204854595) |
დისტანციური იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში გამოიყენება სხვადასხვა სერტიფიცირებული პროგრამული უზრუნველყოფა და ალგორითმები, როგორებიცაა ID R&D-ის Liveness detection, Google-ის Google text detect და Amazon-ის AWS Rekognition Face detect. აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფების და ალგორითმების მეშვეობით ხორციელდება ე.წ. "Liveness" შემოწმება, ფოტოებში სახის ბიომეტრიული შედარება მსგავსების კოეფიციენტის დასადგენად და საიდენტიფიკაციო დოკუმენტზე დატანილი MRZ კოდის მონაცემების გადამოწმება.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ. "Digital Onboarding" - ს, რაც გულისხმობს კლიენტის ონლაინ რეგისტრაციას და საბანკო ანგარიშების გახსნას. |
23.09.2021 |
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი (ს/ნ 400058030) |
დისტანციური იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია სს "აიდენთითი ენდ თრასთ სოლუშენსის" (ს/ნ 405365215) პროგრამა Kvalifika-ს, რომელიც იყენებს FaceTec-ის სერტიფიცირებულ "ლაივნესს" და 3D სახის აუთენტიფიცირების ტექნოლოგიას, ასევე Amazon Web Services-ის ინფრასტრუქტურას.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღებას. |
23.09.2021 |
სს ლიბერთი ბანკი (ს/ნ 203828304) |
დისტანციური იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში გამოიყენება Custom Software Development კომპანია შპს "ვანდიოს" (ს/ნ 405033486) ალგორითმი Wandio AI და Amazon-ის Amazon Facial Recognitionსერვისი.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ. "Onboarding" - ს, რაც გულისხმობს კლიენტის ონლაინ რეგისტრაციას, უნივერსალური ანგარიშის გახსნისა და სადებეტო ბარათის შეძენის შესაძლებლობას. |
27.09.2021 |
სს სილქ ბანკი (ს/ნ 201955027) |
დისტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების იდენტიფიკაციას.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს "აიდენთითი ენდ თრასთ სოლუშენსის," (ს/ნ 405365215), Kvalifika -ს პროგრამას, რომელიც ასევე იყენებს FaceTec-ის (zoom) ტექნოლოგიას და რომელიც "Face recognition" სისტემის გამოყენებით უზრუნველყოფს ბიომეტრული მონაცემების შედარებას, "Liveness" შემოწმებას, დოკუმენტიდან ტექსტური ინფორმაციის ამოღებას და მისი ვალიდურობის შემოწმებას.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის საბოლოო მიზანია ბანკის ახალი კლიენტების რეგისტრაცია, საკრედიტო განაცხადების და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღება. |
27.09.2021 |
სს ბაზისბანკი (ს/ნ 203841833) |
დისტანციური იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სერვისი ე.წ. „Face recognition" სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს "სუპერნოვას" (ს/ნ 405335800) Pulsar AI პროგრამა, რომელიც "Face recognition" სისტემის გამოყენებით უზრუნველყოფს დოკუმენტიდან ბიომეტრული და ტექსტური ინფორმაციის ამოღებას, FaceTec-ის (zoom) ტექნოლოგიის საშულებით პიროვნების "Liveness" შემოწმებას, მონაცემების დადარებას და მისი ვალიდურობის შემოწმებას.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო განაცხადების და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღებას. |
27.09.2021 |
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი (ს/ნ 404967078) |
დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს "რეიზომატის" (ს/ნ 402102005) დისტანციური იდენტიფიკაციის პლატფორმა "იდენტომატი" (identomat), რომელიც ახორციელებს როგორც ე.წ. "Liveness" შემოწმებას, ასევე ფოტოების შედარებას მსგავსების კოეფიციენტის დასადგენად და საიდენტიფიკაციო დოკუმენტზე დატანილი MRZ კოდის მონაცემების დადარებას ამავე დოკუმენტის ტექსტურ მონაცემებთან.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს საკრედიტო განაცხადებისა და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღებას, ასევე მომხმარებლებს სთავაზობს ვალუტის ონლაინ კონვერტაციის შესაძლებლობას. |
27.09.2021 |
შპს ფეი უნიქარდი (ს/ნ 404519455) |
ისტანციური იდენტიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია სს "აიდენთითი ენდ თრასთ სოლუშენსის" (ს/ნ 405365215) პროგრამა Kvalifika, რომელიც იყენებს FaceTec-ის სერტიფიცირებულ "ლაივნესს" და 3D სახის აუთენტიფიცირების ტექნოლოგიას, ასევე Amazon Web Services-ის ინფრასტრუქტურას.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის საბოლოო მიზანია ახალი კლიენტების რეგისტრაცია, ელექტრონული საფულის გახსნა და წინასწარი გადახდის ბარათების შეკვეთა. |
28.09.2021 |
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი (ს/ნ 220411132) |
დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს "რეიზომატის" (ს/ნ 402102005) დისტანციური იდენტიფიკაციის პლატფორმა "იდენტომატი" (identomat), რომელიც ახორციელებს როგორც ე.წ. "Liveness" შემოწმებას, ასევე ფოტოების შედარებას მსგავსების კოეფიციენტის დასადგენად და საიდენტიფიკაციო დოკუმენტზე დატანილი MRZ კოდის მონაცემების დადარებას ამავე დოკუმენტის ტექსტურ მონაცემებთან.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს საკრედიტო განაცხადებისა და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღებას. |
10.11.2021 |
შპს მანიქო (ს/ნ 405272501) |
დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს "რეიზომატის" (ს/ნ 402102005) დისტანციური იდენტიფიკაციის პლატფორმა "იდენტომატი" (identomat), რომელიც ახორციელებს როგორც ე.წ. "Liveness" შემოწმებას, ასევე ფოტოების შედარებას მსგავსების დასადგენად და საიდენტიფიკაციო დოკუმენტზე დატანილი MRZ კოდის მონაცემების დადარებას ამავე დოკუმენტის ტექსტურ მონაცემებთან.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის საბოლოო მიზანია მომხმარებლების დისტანციური რეგისტრაცია. |
17.11.2021 |
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ (ს/ნ 205274273) |
დისტანციური იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის მიზანია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე როგორც მიმდინარე ასევე ახალი მომხმარებლის პირადი კაბინეტის შექმნა/მოწყობა. |
17.11.2021 |
სს ტერაბანკი (ს/ნ 204546045) |
დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისი ე.წ. "Face recognition" სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია სს "აიდენთითი ენდ თრასთ სოლუშენსის" (ს/ნ 405365215) პროგრამა Kvalifika, რომელიც იყენებს FaceTec-ის სერტიფიცირებულ "ლაივნესს" და 3D სახის აუთენტიფიცირების ტექნოლოგიას, ასევე Amazon Web Services-ის ინფრასტრუქტურას.
აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ. "Onboarding"-ს, რაც გულისხმობს კლიენტის ონლაინ რეგისტრაციას და საბანკო ანგარიშების გახსნას, ასევე, საკრედიტო განაცხადების და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების დამუშავებას როგორც საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში, ისე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზებში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღებას. |
21.10.2021 |
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მიკრო ბიზნეს კაპიტალი (ს/ნ 404967078) |
დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისი ე.წ. „Face recognition“ სისტემის გამოყენებით.
დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს „რეიზომატის“ (ს/ნ 402102005) დისტანციური იდენტიფიკაციის პლატფორმა "იდენტომატი' (identomat), რომელიც ახორციელებს როგორც ე.წ. "Liveness" შემოწმებას, ასევე ფოტოების შედარებას მსგავსების კოეფიციენტის დასადგენად და საიდენტიფიკაციო დოკუმენტზე დატანილი MRZ კოდის მონაცემების დადარებას ამავე დოკუმენტის ტექსტურ მონაცემებთან.

27.09. 2021 |