MREL
2021 წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოში ჩატარებული ფინანსური სექტორის შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში, გაიცა რეკომენდაციები, რომ ეროვნული ბანკის მიერ, სისტემური მნიშვნელობის მქონე კომერციული ბანკებისთვის, დაწესებულიყო არსებული რეზოლუციის ჩარჩოს მიხედვით გათვალისწინებული დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნა (MREL), რაც წარმოადგენს პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც მიიღება დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების შეფარდებით საზედამხედველო კაპიტალსა და მთლიან ვალდებულებებთან.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეგულაცია ემყარება ევროპის ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის დირექტივის (BRRD) ჩარჩოს მიერ გათვალისწინებულ საერთო პრაქტიკას. მოთხოვნის მიზანია, კრიზისული სიტუაციებისთვის, სისტემური ბანკების მიერ წინასწარ ბალანსის იმგვარი სტრუქტურის შექმნა, რომელიც ეროვნულ ბანკს, მისი მანდატის ფარგლებში, საშუალებას მისცემს ეფექტურად მოახდინოს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი ბანკის რეკაპიტალიზაცია ვალდებულებების ჩამოწერის ან კონვერტაციის გზით.
დაშვებული ვალდებულებებისა და კაპიტალის ინსტრუმენტების მინიმალური მოთხოვნის (MREL) განაკვეთი, სისტემური კომერციული ბანკებისთვის, ქვემოთ მოცემული ოდენობით და ვადების შესაბამისად არის განსაზღვრული:
2024 წლიდან, სისტემური ბანკები ვალდებულნი არიან თანდართული ფორმით, ყოველთვიურად, ეროვნულ ბანკს წარუდგინონ ანგარიშგება.
ყოველთვიური ანგარიშგების შაბლონი
მოთხოვნის გაანგარიშების მეთოდოლოგია