ჟურნალი "მონეტარული ეკონომიკა"

    საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“ წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და ზოგადად ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგებით და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ჟურნალი არის ერთგვარი პლატფორმა, რომელიც აღნიშნულ და მათთან დაკავშირებულ სხვა თემებზე საინტერესო და სიღრმისეული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობას ქმნის.

    ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი „ბანკი“ ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაარსდა. შემდგომში გამოდიოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“, ამიერიდან კი ქართულ და ინგლისურ ენებზე, ახალ ფორმატში, გამოვა ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“.

    წელი
    კატეგორია