FPAS - პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა
ნაშრომი წარმოადგენს პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემის (FPAS) დოკუმენტაციას. ინფლაციის თარგეთირების პირობებში, მონეტარული პოლიტიკის წარმატებით განხორცილებისთვის, მნიშვნელოვანია მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის დეტალური ანალიზი და მაკროეკონომიკური პროგნოზის შემუშავება. აღნიშნული პროცესი კი ანალიტიკური მოდელებისა და ექსპერტული მოსაზრებების სინთეზს მოითხოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სებ-მა მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან თანამშრომლობით დანერგა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა (FPAS). FPAS მოიცავს სხვადასხვა ანალიტიკურ ინსტრუმენტს, რომლებიც პირობითად სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: მოკლევადიანი პროგნოზირების ინსტრუმენტები, ძირითადი მაკროეკონომიკური მოდელი და დამატებითი სატელიტური მოდელები, რომელთა დეტალური აღწერა წარმოდგენილია აღნიშნულ დოკუმენტში