IFSC კომიტეტი
ფინანსური სტაბილურობის უწყებათაშორისი კომიტეტი (IFSC) ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის საფუძველზე 2020 წელს შეიქმნა და მის შემადგენლობაში შედის
კომიტეტის ძირითადი ამოცანა ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით კრიზისული სიტუაციებისა და ფინანსური კრიზისის მართვის მექანიზმების შემუშავებაა. კომიტეტის სხდომა არანაკლებ წელიწადში ერთხელ ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში იმართება. კომიტეტზე განიხილება და მტკიცდება კრიზისული სიტუაციების დროს სამოქმედო გეგმები და ძირითადი სტრატეგიები. აღნიშნულის ფარგლებში, ასევე, მუშავდება უწყებათაშორისი საერთო საოპერაციო დოკუმენტებიც.