ანალიტიკური პლატფორმა

    ანალიტიკური პლატფორმა აერთიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ-ანალიტიკურ ანგარიშებს, რომლებიც მომხმარებლებს ეკონომიკური მონაცემების შესწავლის, შედარებისა და ვიზუალიზაციის მოქნილ შესაძლებლობებს სთავაზობს. ანგარიშების საშუალებით შესაძლებელია სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორის დინამიკის გაანალიზება, მონაცემებზე ტრანსფორმაციების შესრულება, სიხშირისა და აგრეგაციის მეთოდების შეცვლა და მაჩვენებლების სტრუქტურის დეტალური შესწავლა. პლატფორმა მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და ანალიზის განვითარებას შეუწყობს ხელს და საზოგადოებას უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. მას ეტაპობრივად დაემატება ახალი თემატური ანგარიშები.

     

    ეკონომიკურ მონაცემთა პორტალი


    ეკონომიკურ მონაცემთა პორტალი ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა ეკონომიკური შინაარსის დროით მწკრივებს და მომხმარებელს მოქნილი ანალიზის შესაძლებლობას აძლევს. პორტალზე შესაძლებელია რამდენიმე ინდიკატორის ერთ დიაგრამაზე შედარება, წლიური და თვიური ცვლილებების ან კონკრეტულ პერიოდთან შედარების გამოთვლა, მონაცემთა სიხშირის შეცვლა სხვადასხვა აგრეგაციის მეთოდის გამოყენებით და წინასწარ გამოთვლილი ინდიკატორების გაანალიზება | ანგარიშის ნახვა >>

     
                                   

     

     

    სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში


    სფი ინფლაციის ინტერაქტიულ-ანალიტიკური ანგარიში აერთიანებს საქართველოში სამომხმარებლო ფასების ინდექსით გაზომილი ინფლაციის სხვადასხვა მაჩვენებელს და მომხმარებელს ინფლაციის დინამიკის მრავალმხრივი ანალიზის შესაძლებლობას აძლევს. ანგარიშის საშუალებით შესაძლებელია ინფლაციის სხვადასხვა საზომის ერთ დიაგრამაზე შედარება, წლიური, თვიური და კვარტალური ცვლილებების გაანგარიშება, მონაცემთა სიხშირისა და აგრეგაციის მეთოდის შეცვლა, ასევე ინფლაციის დეკომპოზიცია და ცალკეული სამომხმარებლო ჯგუფების წვლილის შეფასება ინფლაციაში | ანგარიშის ნახვა >>