მომხმარებელთა უფლებები და ფინანსური განათლება

    გვერდზე წარმოდგენილია მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დოკუმენტები, მათ შორის, ჩატარებული კვლევები, დამტკიცებული სტრატეგიები და საგანმანათლებლო ბროშურები.

    თარიღის არჩევა
    კატეგორია
    თარიღი:24 იანვარი, 2023
    კატეგორია:

    ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია - 2023

    ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მე-2, განახლებული ვერსია, მოქმედია 2023 წლიდან და ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის ძირითად სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს.

    თარიღი:26 ოქტომბერი, 2021
    კატეგორია:

    პაროლების ფსიქოლოგია: ონლაინქცევა, რომელიც საფრთხეს გვიქმნის

    რა ითვლება სარისკო ქცევად, რომლებიც არ უნდა დავუშვათ, როგორ შევამოწმოთ, კომპრომეტირებულია თუ არა ჩვენი ელ.ფოსტა, როგორ შევქმნათ მაქსიმალურად დაცული პაროლი - ეს ის ძირითადი შეკითხვებია, რომელზე პასუხსაც ამ ბროშურებში იპოვით

    თარიღი:01 ივლისი, 2020
    კატეგორია:

    საგანმანათლებლო ბროშურები - სტუდენტებისთვის

    ბროშურები ფინანსური განათლების ათი ძირითადი თემატური საკითხის შესახებ, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია  სტუდენტები არიან, თუმცა არანაკლებ საინტერესო იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. 

    თარიღი:01 მაისი, 2020
    კატეგორია:

    ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის

    ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით შემუშავებული დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის. 

    თარიღი:21 თებერვალი, 2020
    კატეგორია:

    ფინანსური განათლება აგრომეწარმეებისთვის

    აგრომეწარმეებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო და დამხმარე მასალები, რომელთა მიზანია კონკრეტული ბიზნესის საჭიროებასა და შესაძლებლობაზე მორგებული საფინანსო პროდუქტების შერჩევასა და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ხელშეწყობა.