გირაოს სახეობები
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის სახეობები არის:
1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
2. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
3. "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად საჯარო შეთავაზების გზით რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, გარდა საქართველოში მოქმედი ბანკების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა;
4. უზრუნველყოფილი ობლიგაცია და ბანკის სასესხო აქტივი.
საქართველოს ეროვნული ბანკის სესხებისათვის მისაღები გირაოს საკითხები რეგულირდება "საქართველოს ეროვნული ბანკის გირაოს მართვის დებულების" შესაბამისად. ამ დებულები განსაზღვრულია სესხის უზრუნველყოფად მისაღები აქტივები და მათი კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით, აქტივების კრიტერიუმები, აქტივების დაგირავების რეგისტრაციის საკითხები, აქტივების ჯგუფების ფინანსურ გირაოდ გამოყენების საკითხები, სასესხო ქტივების დაგირავების საკითხები, უცხოური ვალუტით დეპოზიტების დაგირავების საკითხები, დაგირავებული ფასიანი ქაღალდების და სხვა აქტივები რეალიზაციის საკითხები.
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულების დამტკიცების თაობაზე |
საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში შედის:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები;
2. საქართველოს მთავრობის სახაზინო ვალდებულებები;
3. საქართველოს მთავრობის სახაზინო ობლიგაციები;
4. საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ობლიგაციები;
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფაში მისაღები სასესხო ფასიანი ქაღალდის ემიტენტის მინიმალურ საკრედიტო რეიტინგად განისაზღვროს Standard & Poors (S&P), Moody’s, Fitch და Scope Ratings საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ მინიჭებული ბოლო საჯაროდ ხელმისაწვდომი საკრედიტო რეიტინგები შემდეგი პირობებით:
ა) ერთი საკრედიტო რეიტინგის შემთხვევაში გამოიყენება თავად ეს რეიტინგი;
ბ) 2 და/ან 3 საკრედიტო რეიტინგის შემთხვევაში გამოიყენება მეორე საუკეთესო რეიტინგი;
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებულ სასესხო ფასიანი ქაღალდებში შედის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC), ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მიერ ლარით გამოშვებული ობლიგაციები.
ემიტენტების ჩამონათვალი, რომელთა გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები შესაძლებელია გამოყენებული იქნას სებ-ის მონეტარული ოპერაციების გირაოდ:
სასესხო ფასიანი ქაღალდის ემიტენტები |
ს / ნ | გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი |
|||
Fitch | S&P | Moody's |
Scope Ratings | ||
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) | AAA | AAA | Aaa | - | |
აზიის განვითარების ბანკი (ADB) | AAA | AAA | Aaa | - | |
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) | AAA | AAA | Aaa | ||
საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC) | - | AAA | Aaa | - | |
ნიდერლანდების განვითარების საფინანსო კომპანია (FMO) | AAA | AAA | - | - | |
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB) | - | BBB | Baa2 | - | |
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი | 203826002 | B+ | - | - | - |
ევექსის ჰოსპიტალები | 404476205 | - | - | - | BB- |
სილქნეტი | 204566978 | B+ | - | B1 | - |
ნიკორა ტრეიდი | 206255808 | - | - | - | BB- |
ქართული ლუდის კომპანია | 404900737 | - | - | - | BB- |
თეგეტა მოტორსი | 202177205 | - | - | - | BB- |
ნიკორა | 200050675 | - | - | - | BB- |
თიბისი ლიზინგი | 205016560 | BB | - | - | - |
მისო რიკო ექსპრესი | 205034639 | - | - | - | B+ |
სელფი მობაილ | 204450584 | BB- |
ეროვნული ბანკისათვის მისაღები ბანკების სასესხო აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების" მე-4 მუხლით განსაზღვრულ სასესხო აქტივების კრიტერიუმებს.
ეროვნულ ბანკსა და ბანკს შორის ფორმდება ფინანსური გირაოს ხელშეკრულება მიმაგრებული ნიმუშის მიხედვით. ამასთან ერთად სტანდარტული ნიმუშის მიხედვით მომზადებული სასესხო აქტივების ექსელის LA-Bank-yyyy-mm-dd.xlsx ფაილს ელექტრონული ფორმით ბანკი წარადგენს ეროვნულ ბანკში collateral@nbg.gov.ge ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელიც არის ფინანსური გირაოს ხელშეკრულების დანართი. ექსელი ფაილის შევსებისათვის ბანკებს შეუძლიათ გამოიყენონ შესაბამის საკითხებზე კითხვა-პასუხები.
საქართველოს ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველყოფად დასაგირავებელი ბანკების სასესხო აქტივების მაქსიმალური მოცულობა თითოეული ბანკისთვის არ აღემატება დაგირავების წინა საბანკო დღის მდგომარეობით ბანკის მფლობელობაში არსებული მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების (ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, საქართველოს მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდები და სახელმწიფო ობლიგაციები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები) 35%.
ფინანსური გირაოს ხელშეკრულების ნიმუში | |
სასესხო აქტივების სიის ფაილის ნიმუში | |
კითხვა-პასუხები სასესხო აქტივების დაგირავების შესახებ |