სარეზოლუციო ფონდი

    სარეზოლუციო ფონდის მიზანია, რეზოლუციის შემთხვევის სირთულიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად საჭირო ფინანსური სახსრების აკუმულირება და დადგენილი მიზნობრიობით ათვისება. რეზოლუციის ჩარჩოს მიხედვით, ფონდი წარმოადგენს ex post ტიპის ანგარიშს, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ეროვნული ბანკი და არ მოიაზრებს წინასწარ კონტრიბუციას საბანკო სექტორის მხრიდან. მეორე მხრივ, რეზოლუციის რეჟიმის დასრულების შემდგომ და ფინანსთა სამინისტროს მიერ პროცესის ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში, სარეზოლუციო ფონდის გავლით ათვისებული სახელმწიფო სახსრები ანაზღაურდება მოქმედი კომერციული ბანკების მიერ, დადგენილი პირობებითა და პროპორციულობით.