მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი
მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი საქართველოსთვის აერთიანებს ყველა იმ შესაძლო ღონისძიებას, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. გზამკვლევის მთავარი მიზანია შექმნას სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური რეგულატორული ჩარჩო, რომელიც მოამზადებს ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლისთვის. თანმიმდევრული და თავსებადი ღონისძიებების გატარებით და ადაპტაციისთვის საჭირო დროის მიცემით, გზამკვლევი ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინებას. გზამკლევი მოიცავს ექვს მიმართულებას, რომლებიც თავის მხრივ, დაყოფილია ძირითად და დამხარე მიმართულებებად. ძირითადი პილარები რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას აერთიანებს, როგორიცაა ESG საკითხების (კლიმატისა და ბუნებასთან დაკავშირებული საკითხების ჩათვლით) ჩართვა ფინანსური ინსტიტუტების რისკების მართვის ჩარჩოსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გამჭვირვალობისა და შესადარისი ანგარიშგების უზრუნველყოფა; კაპიტალის ნაკადების მდგრადი აქტივობებისკენ მიმართვის მხარდაჭერა; და მდგრადობის პრინციპების ჩართვა საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა ოპერაციებსა და სამუშაო პროცესებში. დამხმარე პილარები მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების განვითარება; და პოლიტიკის შესაბამისობისა და ცოდნის გაზიარების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება.