კაპიტალის ბაზრის მიმოხილვა

    კაპიტალის ბაზრის მიმოხილვა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ნახევარწლიურ გამოცემას, რომელიც მომზადებულია კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ.

    ანგარიში იძლევა საქართველოს კაპიტალის ბაზრის ფართო სურათს: ფარავს ადგილობრივ სახაზინო და საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზრებს - მათ სტრუქტურას, მიმდინარე ტენდენციებს, ინვესტორთა ბაზას, მფლობელობის სტრუქტურასა და მეორადი ბაზრის აქტივობას - და იკვლევს მიმდინარე გამოწვევებს, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს ბაზრის შემდგომი განვითარება.

    ანგარიში ასევე განიხილავს ფინანსური ინსტიტუტების ფართო სპექტრს - მათ შორის კომერციულ ბანკებს, საინვესტიციო ფონდებს და საქართველოს საპენსიო ფონდს - და მათ როლს კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერაში, ბაზრის ლიკვიდურობის გაღრმავებაში, ინვესტორთა ბაზის გაფართოებასა და ინსტრუმენტების დივერსიფიკაციის ხელშეწყობაში.

    ანგარიშის მიზანია, მიაწოდოს კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს, მკვლევარებს და ფართო საზოგადოებას, სტატისტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი საქართველოს კაპიტალის ბაზრის ძირითადი ტენდენციების, სტრუქტურული მახასიათებლების, ზრდის პოტენციალისა და გამოწვევების შესახებ.