ანგარიშგება და გამჟღავნება

    გამჭვირვალე, თანმიმდევრული და თავსებადი ანგარიშგება და ინფორმაციის გამჟღავნება მდგრადი დაფინანსების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ის ხელს უწყობს ბაზრის გამჭვირვალობასა და დისციპლინას, მდგრადობასთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირებასა და მართვას და უზრუნველყოფს სანდო მონაცემებს პოლიტიკის შემუშავებისა და მონიტორინგისთვის. მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გამჭვირვალობა, ანგარიშგება და მონაცემების შეგროვება საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიმართულების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი შეიმუშავებს და ნერგავს ანგარიშგებისა და ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებს, ფორმებსა და ინსტრუმენტებს, რათა გაიზარდოს თანმიმდევრული, შესადარისი და გადაწყვეტილებების მიღებისთვის სასარგებლო მდგრადობასთან დაკავშირებული მონაცემების ხელმისაწვდომობა.