ვიზიტორებისთვის

მოგესალმებით საქართველოს ეროვნულ ბანკში!



გთხოვთ, ბანკის შენობაში სტუმრობის დროს, გაითვალისწინოთ შემდეგი წესები:

  • შენობაში შესვლა შესაძლებელია სპეციალური საშვით, რომლის სხვა პირზე გადაცემა აკრძალულია
  • შენობის დატოვებისას, გთხოვთ, საშვი დააბრუნოთ მისაღებში
  • ეროვნულ ბანკში სტუმრობისას შეგიძლიათ ისარგებლოთ ინტერნეტით - Wi-Fi: NBG-Guest. პაროლი განთავსებულია შეხვედრების ოთახებში



ეროვნული ბანკის შენობაში დაუშვებელია:

 

  • ნებისმიერი ტიპის იარაღის შეტანა / გამოყენება
  • ელექტრონული სიგარეტის და თამბაქოს მოხმარება
  • ნარკოტიკული საშუალებისა და ალკოჰოლის შეტანა / მოხმარება
  • ალკოჰოლური / ნარკოტიკული სიმთვრალისას ბანკში შემოსვლა
  • ფოტო და ვიდეო გადაღება სპეციალური თანხმობის გარეშე
  • ბანკის კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება სპეციალური თანხმობის გარეშე 

 

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:  (+995) 322 406-406, შიდა ნომრიდან - 406