მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს როგორც მიმოქცევისათვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მათი გამოშვების უფლება ("საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 35).
ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სების საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის საკასო ცენტრის სალაროში (კახეთის გზატკეცილი N72, თბილისი) ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით (საბანკო პლასტიკური ბარათით, საბანკო გადარიცხვით) და აგრეთვე, ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული სარეალიზაციო პროდუქციის ფასი მოიცავს:
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკოლექციო პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული "ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის წესით" განსაზღვრული პირობების მიხედვით.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.