კარიერა
საქართველოს ეროვნული ბანკში მუშაობა ქართულ ბაზარზე უნიკალური საქმიანობის შესაძლებლობაა. თითოეული თანამშრომლისთვის ეს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და მის ფინანსურ სტაბილურობაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებაა. პროფესიულ გუნდთან მუშაობა, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობა ეროვნულ ბანკში მრავალმხრივად საინტერესო საქმიანობის შესაძლებლობას იძლევა. ამას გარდა, სებ-ის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა მიზნად ისახავს თითოეული თანამშრომლის პროფესიულ განვითარებას ახალი ცოდნის სისტემატურად შეძენის, საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკების გაცნობისა და საქმიანობაში მათი ადაპტაციის გზით.