რეზოლუცია
2007-2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგებმა გამოავლინა სტრუქტურული რეფორმის საჭიროება, ფინანსური სისტემის სტაბილურობის მოწინავე მოდელის შესაქმნელად. შეფასებული ერთ-ერთი ხარვეზის აღმოსაფხვრელად, 2014 წელს ევროკავშირმა მიიღო ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის დირექტივა (BRRD), რომელმაც დაამკვიდრა ლიკვიდაციის ერთგვარი ალტერნატივა - რეაბილიტაციის მექანიზმი, სტრესული მაჩვენებლების მქონე ფინანსური ინსტიტუტისგან მოსალოდნელი უარყოფითი სისტემური გავლენის შესარბილებლად.
საქართველოში ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის ფარგლებში (FSAP), საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე, კერძოდ, "ფინანსური ინსტიტუტების ეფექტური სარეზოლუციო რეჟიმების ძირითად ელემენტებსა" და ევროპის პარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის 2014/59/EU დირექტივაზე დაყრდნობით, გატარდა რეზოლუციის მექანიზმის დანერგვის რეფორმა და ეროვნულ ბანკმა შეიძინა კომერციული ბანკების სარეზოლუციო ფუნქცია. შემუშავებული რეზოლუციის ჩარჩოს მიზანს წარმოადგენს საბანკო სექტორში რისკების მართვის კულტურის ამაღლება, ფინანსურ კრიზისზე ადრეული რეაგირება, კრიტიკული საბანკო ფუნქციების განგრძობითობის უზრუნველყოფა და სისტემურ დონეზე ფინანსური მდგრადობის შენარჩუნება.