მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტი
მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაციის გაუმჯობესება და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მხრივ, წამყვანი ცენტრალური ბანკების გამოცდილების გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა "მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო დოკუმენტი", რომელშიც დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ახორციელებს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას მისი მთავარი მიზნის - ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ეს დოკუმენტი მოიცავს როგორც მონეტარული პოლიტიკის ფორმირების ძირითად პრინციპებს, ასევე საოპერაციო დეტალებს. აღნიშნული დოკუმენტი ხელმისაწვდომია ეროვნული ბანკის ინტერნეტ გვერდზე და მიზნად ისახავს ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და საქმიანობაზე საზოგადოების მეტად ინფორმირებას.