ანგარიშები

    გამჭვირვალობა და საზოგადოებასთან კომუნიკაცია ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გამჭვირვალობა გულისხმობს ეროვნული ბანკის მიერ იმ ინფორმაციის დროულ და ცხადი სახით მიწოდებას საზოგადოებისთვისა და ბაზრებისთვის, რომელიც მის მიერ წარმოებულ ანალიტიკა-შეფასებებს, პროცედურებსა და პოლიტიკის გადაწყვეტილებებს შეეხება. სწორედ ამ მიზნით, ეროვნული ბანკი პერიოდულ გამოცემებს ამზადებს. აღნიშნული გამოცემები წლიური, კვარტალური და თვიური სიხშირისაა და მათში წარმოდგენილია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული პოლიტიკის შესახებ ანგარიში, მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის მიმოხილვა,  მაკროეკონომიკური პროგნოზები, ფინანსური სტაბილურობის შეფასება, რისკების მიმოხილვა და სხვ.