საერთაშორისო ურთიერთობები
ეროვნული ბანკი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. "ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო შეხვედრებში, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში, და თანამშრომლობს სხვა ქვეყნების იმ ორგანოებთან, რომლებსაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მსგავსი ფუნქციები აქვთ. როგორც საქართველოს წარმომადგენელს, ეროვნულ ბანკს, უფლება აქვს, აიღოს ვალდებულებები და აწარმოოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული ოპერაციები.
გლობალური ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულებისა და მსოფლიო ეკონომიკის გამოწვევების ზრდის ფონზე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობა ხელს უწყობს საგარეო ეკონომიკური შოკებისა და სისტემური რისკების კოორდინირებულად მართვას, მონეტარული პოლიტიკის ეფექტურად წარმართვასა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და ცენტრალურ ბანკებთან ინფორმაციის გაცვლა ფინანსური ინოვაციებისა და საგადახდო სისტემების განვითარების, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის მიმართულებით საუკეთესო მიდგომების დანერგვისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის დახვეწის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური ჩართულობა საქართველოს ფინანსური სისტემის მდგრადობისა და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო მასშტაბით გავრცელებას უწყობს ხელს, რაც ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
ეროვნული ბანკი საერთაშორისო ურთიერთობას ოთხი ძირითადი მიმართულებით წარმართავს:
საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილება: international@nbg.gov.ge