ცალკეული საზედამხედველო ღონისძიებები

    საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 18 აპრილის N99/04 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების წესის“ შესაბამისად, 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება აღნიშნული წესით გათვალიწინებული პრინციპებისა და ფორმის თანახმად.  გამოქვეყნებას ექვემდებარება ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული ცალკეული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ:

     

    • კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების მიმართ დაკისრებული სანქციების (ფულადი ჯარიმების) შესახებ;
    • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით დაკისრებული სანქციების შესახებ;
    • მომხმარებელთა უფლებების დარღვევისთვის დაკისრებული ფულადი ჯარიმების შესახებ;
    • საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობისთვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შედეგად დაკისრებული ფულადი ჯარიმების შესახებ;
    • ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად დაკისრებული სანქციების შესახებ.

     

    ინფორმაციის გამოქვეყნება ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს საფინანსო სექტორის გამჭვირვალობის ხელშეწყობასა და აღნიშნულ სექტორში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას.

    აღნიშნული წესის ფარგლებში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე