სტატისტიკა
სტატისტიკის სექციაში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ინფორმაცია საქართველოს საფინანსო და საგარეო სექტორის შესახებ. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საფინანსო და საგარეო სექტორის მონაცემების წარმოება და გავრცელება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთი-ერთი ფუნქციაა.
სტატისტიკური მონაცემები დათვლილია საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად, საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. მონაცემები წარმოდგენილია სტატიკური ცხრილებისა (ექსელი) და ინტერაქტიული საინფორმაციო დაფების სახით, რაც მონაცემების გაანალიზებისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის.
სტატიკური ცხრილები დაჯგუფებულია სხვადასხვა თემატიკის მიხედვით: ფასების ინდექსები; მონეტარული და ფინანსური სტატისტიკა; დეპოზიტები; სესხები; საფინანსო ბაზრები; სავალუტო ბაზრის მოცულობა და სტრუქტურა; გაცვლითი კურსი; საგადახდო სისტემები და მომსახურება; საგარეო სექტორი; ანალიზური მონაცემები; მომხმარებელთა უფლებები.
ინტერაქტიული საინფორმაციო დაფები წარმოდგენილია სესხების, დეპოზიტების, ფინანსური ბაზრების, საგადახდო სისტემების, საგარეო სექტორისა და მონეტარული და ფინანსური სექტორის სტატისტიკის თემატური ჯგუფების მიხედვით. თითოეულ ჯგუფში წარმოდგენილი ცხრილები დეტალური მონაცემების ინტერაქტიულ რეჟიმში გაანალიზების საშუალებას იძლევა.
სტატისტიკის სექციაში ასევე განთავსებულია ინტერაქტიული პრესრელიზები სესხების, დეპოზიტებისა და ფულადი გზავნილების შესახებ. აქვე წარმოდგენილია ლარის შემოსავლიანობის მრუდი, ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები. ამავე სექციაშია განთავსებული ეროვნულ მონაცემთა ერთიანი გვერდის (NSDP) ინგლისურენოვანი ვერსია.
სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება სტატისტიკური მონაცემების გავრცელების წინასწარ განსაზღვრული კალენდრის შესაბამისად.