მდგრადი დაფინანსების ანგარიში
მდგრადი დაფინანსების ანგარიში ეროვნული ბანკის ყოველწლიური გამოცემაა. ანგარიშში წარმოდგენილია მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში არსებული ტენდენციების, გატარებული პოლიტიკისა და სამომავლო გეგმების მიმოხილვა. აღნიშნულის ფარგლებში გაანალიზებულია ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები, აღწერილია მიმდინარე და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი პროექტები და შეჯამებულია კომერციული ბანკების მიერ ESG ფორმებში წარმოდგენილი ინფორმაცია. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია საქართველოში მწვანე და მდგრადი ობლიგაციების გამოშვებისა და ზოგადად, ამ მიმართულებით კაპიტალის ბაზრის ტენდენციები.