ფასს 9

    ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (ფასს 9) მიხედვით საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციის ანალიზს. მანამდე მოქმედი სტანდარტის მიხედვით საკრედიტო ზარალი აღირიცხებოდა წარმოქმნილი დანაკარგების (incurred loss) საფუძველზე. ფასს 9-ის მიხედვით კი მოითხოვება, რომ საკრედიტო დანაკარგები აღირიცხოს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის (expected credit losses) საფუძველზე.

    საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება აღნიშნულ ცვლილებას და თვლის რომ იგი ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზეც. კერძოდ, ფასს 9-ის ფარგლებში, სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის ცვლილება, მოსალოდნელია, რომ შეამცირებს ფინანსური ინსტიტუტების პროციკლურ ქცევას.


    ფინანსურ სექტორში ფასს 9 სტანდარტის ეფექტიანად დანერგვისთვის და ურთიერთ-შედარებითობის უზრუნველყოფისთვის, ეროვნული ბანკმა შეიმუშავა ფასს 9 გზამკვლევი და ასევე, 2018 წლიდან რეგულარულად აქვეყნებს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს საპროგნოზო და რისკ სცენარებს.