GCSD სისტემა

საფონდო ბირჟის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა


გარდა ეროვნული ბანკის CSD სისტემისა, 1999 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი (GSCD). აღნიშნული სისტემის ოპერატორია სს "საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი". აღნიშნული სისტემის ძირითადი მიზანია მისი მონაწილეების მფლობელობაში მყოფი ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელობა და ამ ფასიანი ქაღალდების კლირინგისა და ანგარიშსწორების უზრუნველყოფა, გარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისა. ანგარიშსწორება ხორციელდება DvP პრინციპების დაცვით ფასიანი ქაღალდებისა და ფულადი სახსრების დეპოზიტარის შესაბამის ანგარიშებზე წინასწარ ჩარიცხვის გზით, სადაც ანგარიშსწორების აგენტებად გამოდის საქართველოს 4 კომერციული ბანკი.

GSCD არის 4 კომერციული ბანკისა და საქართველოს საფონდო ბირჟის მფლობელობაში. 

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.

თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.

Cookie-ფაილების წესები და პირობები

წარმატებით განახლდა