მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას, ისეთი აქტივობების განსასაზღვრად, რომლებიც მწვანე, სოციალურ ან მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან მიზნებს ემსახურებიან. ტაქსონომიის მთავარი მიზანი საქართველოში მდგრადი დაფინანსების ბაზრის განვითარება და შედეგად, ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობაა.
ტაქსონომია ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებულ მდგრადი დაფინანსების ფართო ცნებას ეფუძნება, და მასში გამოყენებული მდგრადი დაფინანსების განსაზღვრება მწვანე დაფინანსებასთან (მათ შორის, კლიმატთან დაკავშირებული დაფინანსება) ერთად სოციალურ დაფინანსებასაც მოიცავს. მწვანე ტაქსონომია წარმოადგენს ისეთი აქტივობების ჩამონათვალს, რომლებიც გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო სოციალური ტაქსონომია, კი ისეთი აქტივობების ჩამონათვალია, რომლებიც სოციალური მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული. ტაქსონომიის ფარგლებში, ისეთი მწვანე/სოციალური აქტივობები, რომლებსაც სოციალური/მწვანე თანასარგებელი აქვთ მდგრად საქმიანობად განიხილება.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით შეიმუშავა. ტაქსონომიის კატეგორიები და ტექნიკური კრიტერიუმები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობითაა შემუშავებული. ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლები. ყოველივე ეს ტაქსონომიის პრაქტიკულობას და როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე სანდოობას განაპირობებს.